ქარიშხალი (ინგლ. storm) — ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წ აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს,ხმელეთზე კი ნაგებობათა დაზიანებას და ნგრევას. ქარიშხალი ამოვარდება ტროპიკულ და ტროპიკებსგარე ციკლონების გავლისას,სმერჩისა და ტორნადოს დროს.
მეტეოროლოგიურ ლიტერატურაში ქარიშხალს შეესაბამება შტორმი (9 ბალი ბოფორტის სკალით), ძლიერი შტორმი (10 ბალი) და სასტიკი შტორმი (11 ბალი).
12 ბალიან ქარიშხალს გრიგალი ეწოდება.
ისააკი (ქარიშხალი)
ქარიშხალი ისააკი — ნელა მოძრავი ტროპიკული ციკლონი, რომელმაც 2012წლის აგვისტოს ბოლოს მძიმედ დააზიანა აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპირო. ქარიშხლად გადაქცევამდე, ისააკს ერთ-ერთი ყველაზე დაბალიატმოსფერული წნევა ჰქონდა; 28 აგვისტოს, ის 976 მეგაბარს აღწევდა.[1]ისააკი მეცხრე ტროპიკული ციკლონი და მეცხრე სახელდარქმეული შტრომია 2012 წლის ატლანტიკურ ქარიშხალთა სეზონზე. იგი ტროპიკულ ტალღად 21 აგვისტოს, მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთით გადაიქცა, მომდევნო დღეს კი ტროპიკულ შტორმად იქცა. ისააკმა კუნძული ჰაიტი დაკუბა უკვე როგორც ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გადაკვეთა, სადაც (ჰაიტიზე) 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა, შემდეგ კი მექსიკის ყურეშიშევიდა.
ქარიშხლის სიძლიერეს ისააკმა 28 აგვისტოს დილას მიაღწია. აშშ-ის ნაპირზე 6:45 p.m-ზე გამოჩნდა, საღმოს კი უკვე მისისიპის შესართავთან იყო. მეორე და საბოლოო დარტყმა 2:00 a.m.-ზე ლუიზიანის შტატში, პორტ-ფურშონში განახორციელა. აშშ-ში ქარიშხალს 9 ადამიანი ემსხვერპლა, 5 ლუიზიანაში და 4 ფლორიდაში.[2] საერთო ჯამში კი ისააკმა 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთლიანმა ზარალმა 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
No comments:
Post a Comment