მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან (იაპონ. 東北地方・太平洋沖地震[4]?) 8.9–9.0 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა.[5][6] მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი დედამიწის ქერქში 24.4 კილომეტრის სიღრმეზე არსებულა.[7][8]
მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე.[9][10][11] ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყეს [6] იაპონიაში ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრნენ.[12]
იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14,063[2] ადამიანის გარდაცვალება, 4,916[2] ადამიანის დაშავება და 14,175[2] ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.[13] მიწისძვრამ მიაყენა უმძიმესი ზარალი იაპონიას, მათ შორის მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე.[14] ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა,[15][16] რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა[17] და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.[14][18][19] ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება, "AIR Worldwide" ზარალს $14.5 - $34.6 მილიარდად აფასებდა,[20] ხოლო "CNN"-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.[21]
სენდაის მიწისძვრის მაგნიტუდისა და შემდგომი მოვლენების გამო 2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში.[22][23][24] იაპონიის პრემიერ-მინსიტრმა ნაოტო კანმა შეაფასა მიწისძვრა როგორც "მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლის შემდეგ, ეს არის ურთულესი და უმძიმესი კრიზისი, რომლის წინაშეც იაპონია დამდგარა."[25]
No comments:
Post a Comment